და აი 1 საატზე ნაკლებში გავხდები სრულწლოვანი და ვაფასებ განვლილ არასრულწლოვანების 18 წელს. ამ 18 წლის განმავლობაში შევძელი ყველაფერი, დაჟე მეტიც ვიდრე ვგეგმავდი. ვმუშაობდი ჩემი ოცნების სამსახურში “იმედში”, სადაც გავიცანი ბევრი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. ვიყავი სხვა ქვეყანაში, ვთვლი რომ ნომერ 1 სახელმწიფოში სადაც რამდენიმე თვემ დამანახა რამდენად მნიშვნელოვანია შენი თავი არ დაკარგო, ვნახე ევროპა, ვნახე რა არის წარუმატებლობა, ტკივილი, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ვნახე რა არის წარმატება და ბედნიერება. შევძელი მქონოდა მუდმივი, საკუთარი შემოსავალი, მივხვდი რომ ყველა შეიძლება ცდებოდეს და იყოს ცუდი ადამიანი. 2-ჯერ გამომაგდეს სახლიდან და ბოლოს მაინც გავიგე რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი, რომელსაც ალბათ ყველაზე დიდი დრო დასჭირდა!
Sandro Mdzinarashvili
CEO of ACCEPT!
სოციალური ქსელი
კატეგორიები
მეგობარი ბლოგები